მარტა ბარამიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
ამის შესახებ ცნობილი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობის და პროექტ „მასტერშეფის“ მონაწილის, მარტა ბარამიძის სოციალური ქსელიდან ხდება ცნობილი.
„კლინიკაში ვარ, მამზადებენ საოპერაციოდ, რომ სისხლი, რაც თავის ტვინში წავიდა, უკან გამოიწოვოს“ – მარტა ბარამიძე მიმართვას ავრცელებს
„მეგობრებო, უკეთ ვარ, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვერ გპასუხობთ, რადგან მიჭირს საუბარი“ – წერს მარტა ბარამიძე სოციალურ ქსელში.
მსახიობს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ მიღებული თავის ტრავმის შედეგად ტვინში სისხლის გაჟონვა დაემართა, ახლა ბევრად უკეთაა:
„გამარჯობა მეგობრებო, მარტა ვერ გწერთ, მაგრამ მთხოვა დამეწერა, რომ
ბევრად უკეთ არის თქვენი წყალობით.
ხვალ იკეთებს კიდევ კვლევას და დროზე მივუსწარით… დიდ მადლობას გიხდით თქვენ ყველას ასეთი გვერდში დგომისთვის“… – ვკითხულობთ ინფორმაციაში.
გამარჯობა მეგობრებო,მარტა ვერ გწერთ,მაგრამ მთხოვა დამეწერა რომ ბევრად უკეთ არის თქვენი წყალობით🫶🏼ხვალ იკეთებს კიდევ კვლევას და დროზე მივუსწარით,დიდ მადლობას გიხდით თქვენ ყველას ასეთი გვერდში დგომისთვის❤️
Posted by Marta Baramidze on პარასკევი, 11 ივლისი, 2025