„მე არ ვიცი, პირადად მე მეხება თუ არა ეს „სანქცია”, მაგრამ თუ მეხება ან მომავალში შემეხება, ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ აბსოლუტურად სწორად მოვიქეცით მეც და „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატიც“ – ამის შესახებ უმრავლესობის წევრი ირმა ზავრადაშვილი „ფეისბუქში“ წერს.
როგორც ზავრადაშვილი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, „მართალ საქმეს სანქცია ვერ შეაჩერებს“:
„ეს არის მორიგი შეცდომა“ – თეა წულუკიანი აშშ-ის მიერ დაწესებულ სავიზო შეზღუდვებზე
„გვარამიოიდების გასაგონად: მე არ ვიცი, პირადად მე მეხება თუ არა ეს “სანქცია”, მაგრამ თუ მეხება ან მომავალში შემეხება, ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ აბსოლუტურად სწორად მოვიქეცით მეც და “ქართული ოცნების” ყველა დეპუტატიც. მართალ საქმეს სანქცია ვერ შეაჩერებს!
P.S. ისა და, ბლინკენს ახლა გაახსენდა, სანქცირებულის ვინაობის გასაჯაროება რომ არ შეიძლება? მოსამართლეების დასანქცირებისას არ ახსოვდა ეგ საკითხი? “- წერს ზავრადაშვილი.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს.
გვარამიოიდების გასაგონად: მე არ ვიცი, პირადად მე მეხება თუ არა ეს "სანქცია", მაგრამ თუ მეხება ან მომავალში შემეხება,…
Posted by Irma Zavradashvili on ხუთშაბათი, 06 ივნისი, 2024