LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მართალია, ქალბატონმა ლიამ სიცოცხლე გაწირა თქვენთვის, მაგრამ თქვენც მისი მარადიული სიცოცხლის კეთილად წარმართებისთვის ხელშემწყობი მიზეზი გახდით… მიიღეთ ჩვენი თანადგომა დის გარდაცვალების გამო“ – პატრიარქის სამძიმრის წერილი ლევან პირველს

1738
ლიკა პირველი

ბიზ­ნეს­მენ ლე­ვან პირ­ვე­ლის დის, ლიკა პირ­ვე­ლის მოულოდნელი გარდაცვალების გამო, კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მწუხარებას გამოთქვამს.

„2 დღის წინ გადაუნერგა ღვიძლი ძმას, გუშინ თრომბი განვითარდა..“ – ბიზნესმენ ლევან პირველის და გარდაიცვალა

ლევან პირველისადმი გაგზავნილ პატრიარქის სამძიმრის წერილს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს:

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბატონ ლევან პირველს

მიიღეთ ჩვენი თანადგომა დის გარდაცვალების გამო.

ოჯახის წევრებისათვის და პირველ რიგში, თქვენთვის, ძალიან მძიმეა მომხდარის გადატანა, მაგრამ გახსოვდეთ, ღვთის განგებას საფუძვლად ყოველთვის სიკეთე უდევს, თუნდაც რომ განსაცდელი ფრიად მტკივნეული იყოს.

ამ შემთხვევაშიც, მართალია, ქალბატონმა ლიამ სიცოცხლე გაწირა თქვენთვის, მაგრამ თქვენც მისი მარადიული სიცოცხლის კეთილად წარმართებისთვის ხელშემწყობი მიზეზი გახდით, რადგან თქვენდამი მისმა ერთგულებამ გადაადგმევინა ისეთი ნაბიჯი, რითაც, ფაქტობრივად, აღმსრულებელი გახდა მაცხოვრის სიტყვებისა, რომ სიყვარულის უმაღლესი გამოვლინებაა სხვისთვის სულის დადება.

შევთხოვთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, ქალბატონ ლიას უკვდავ სულს სამყოფელი თვისთა სავანეთა შინა განუწესოს და მარადიული ნეტარება მიანიჭოს; ხოლო თქვენ და მისი ოჯახის წევრებს მოგმადლოთ მშვიდობა და შინაგანი სიმტკიცე, ლოცვის ძალა და მრავალ კეთილ საქმეთა აღსრულების უნარი სადიდებლად ღვთისა და საოხად ქალბატონი ლიას უკვდავი სულისა“, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

“ლიკა ძვირფასო და მაგარო გოგოვ, მიყვარხარ.. მშვიდობით“ – თაკო დოლაბერიძე

⛪ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბატონ ლევან პირველს ▪️ მიიღეთ ჩვენი თანადგომა დის გარდაცვალების…

Posted by საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური on ხუთშაბათი, 08 აგვისტო, 2024

ცნობისათვის, 4 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიზ­ნეს­მენ ლე­ვან პირ­ვე­ლის და, ლიკა პირ­ვე­ლი გარდაიცვალა – ახ­ლობ­ლე­ბის ცნობით, ლი­კამ ძმას ღვიძ­ლი გა­და­უ­ნერ­გა, რის შემ­დე­გაც მას თრომ­ბი გა­ნუ­ვი­თარ­და და ლიკა პირველის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ლიკა პირველს ოპერაცია თურქეთის კლინიკაში გაუკეთეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g