LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

MartEV – ელექტრო დასამუხტი სადგურების ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში

612
გეგა ტოფაძე

ელექტრომობილების პოპულარობა თანამედროვე მსოფლიოს ენერგეტიკული და ეკოლოგიური გამოწვევების საპასუხოდ სწრაფად იზრდება. თუმცა სატრანსპორტო სექტორის გლობალურად გარდაქმნის პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებს არა მხოლოდ თავად ელექტრომობილების განვითარება, არამედ მათი ეფექტიანი ექსპლუატაციისთვის აუცილებელი დამტენი ინფრასტრუქტურის შექმნა და გაფართოება.

გეგა ტოფაძე, კომპანიის „მარტივი“ ფინანსური დირექტორი:

– ელექტრომობილების რაოდენობა საქართველოში სწრაფად იზრდება, ამას საკუთარი თვალითაც მარტივად შენიშნავთ, თუნდაც თბილისის მასშტაბით. ბოლო მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში 10 000-ზე მეტი ელექტრო ავტომობილია რეგისტრირებული. დასამუხტი აპარატების ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, კორელაცია რომ ავიღოთ ელექტრო ავტომობილების იმპორტიორებსა და ჩვენი ბიზნესის წარმომადგენლებს შორის, ძალიან დადებითია, იქიდან გამომდინარე, რომ ერთმანეთს ვუწყობთ ხელს. თუ ქვეყნის მასშტაბით გამართული ინფრასტრუქტურა გვექნება, ავტოსალონებიც იხეირებენ, რადგან კიდევ უფრო მეტი მომხმარებელი მიიღებს გადაწყვეტილებას, სრულად გადაერთოს ელექტრო ავტომობილზე. როცა არ იცი სად დამუხტო შენი სატრანსპორტო საშუალება, ცხადია, თავს შეიკავებ ელექტრომობილის ყოლისგან. უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით, როგორც დედაქალაქის, ისე ქვეყნის მასშტაბით, ელექტრო სადგურების მიწოდება ელექტრომობილებისას აჭარბებს.

– რამდენად მზარდია ელექტრო დასამუხტი სადგურების შემთავაზებელი კომპანიების სეგმენტიც ჩვენს ბაზარზე?

– კომპანიამ „მარტივი“ ქართულ ბაზარზე 5-6 წლის წინ დაიწყო ოპერირება. ამასთან, ის ერთ-ერთ პირველი კომპანია იყო, რომელმაც მერიის მხარდაჭერით ე.წ. ნელი დასამუხტი აპარატები დაამონტაჟა თბილისში (ისინი რაღაც ეტაპზე უფასო იყო). იმ დროს არც ელექტრომობილები იყო პოპულარული და ნელი და სწრაფი დასამუხტი აპარატებიც ახალ ხილს წარმოადგენდა.

ჩვენ განსაკუთრებულად გავაქტიურდით, დაახლოებით, წელიწად-ნახევრის წინ, როდესაც ნათლად დავინახეთ, რომ მხოლოდ აზიაში ელექტრომობილების მწარმოებელი ბევრი ახალი ბრენდი გაჩნდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ელექტრომობილებზე მოთხოვნა მხოლოდ გაიზარდა,.

რაც შეეხება კონკურენციას ჩვენს სეგმენტში, დღეს ის საკმაოდ მძაფრი და ძლიერია, არაერთი ახალი მოთამაშე გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს დასამუხტ აპარატებს და სერვისს თავისი აპლიკაციით. ჩვენს შემთხვევაში, ბევრი რომ არ ვისაუბროთ გამორჩევის ნაწილში, გვაქვს ელექტრო დასამუხტი სადგურების ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში. ჩვენი მისიაა, ხელი შევუწყოთ ეკო გადაადგილების განვითარებას საქართველოში. ჩვენ ვქმნით ინფრასტრუქტურას, რომელიც ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და აძლიერებს ეკო მობილობას.

– უფრო დაწვრილებით მოგვიყევით თქვენს ქსელზე.

– თითოეული სადგურისთვის ლოკაცია შერჩეულია დატვირთვის, მოძრაობის ინტენსივობისა და პრაქტიკული საჭიროების მიხედვით, რათა დამუხტვა იყოს სწრაფი და კომფორტული ყველა მომხმარებლისთვის. ჩვენ უკვე წარმოდგენილები ვართ, თბილისთან ერთად, ბათუმში, ფოთში, სულ მალე ქუთაისში ვაპირებთ შესვლას და არეალის კიდევ უფრო გაფართოებას. სულ რამდენიმე თვეში 220-ზე მეტი დასამუხტი აპარატი გვექნება და აქვე აღვნიშნავ, რომ გვაქვს ყველა სიმძლავრის აპარატი. ჩვენი მიზანია, წარმოდგენილები ვიყოთ ყველგან, ჩვენს მომხმარებელს ჩვენი აპლიკაციის დახმარებით ჰქონდეს სრული კომფორტი, არ სჭირდებოდეს ზედმეტი ძალისხმევა დასამუხტი სადგურის მოსაძიებლად.

ვცდილობთ, ახალ-ახალი ტექნოლოგიებიც შემოვიტანოთ, ჩვენი პარტნიორებიც აქტიურად ვითარდებიან ამ მიმართულებით. ძალიან მალე მომხმარებელს უფრო დიდი სიმძლავრის დასამუხტ აპარატებს შევთავაზებთ – გვექნება 300 კილოვატიანი (და ზემოთ) დასამუხტი აპარატები, რომლითაც 6-7 წუთშიც კი იქნება შესაძლებელი ავტომობილის დამუხტვა. ანუ მხოლოდ აპარატების დამონტაჟება კი არ არის ჩვენთვის მთავარი, არამედ ყველა იმ სიახლის შეთავაზება, რაც ჩვენი მიმართულებით არსებობს.

– ყველა სიმძლავრის აპარატი გვაქვსო, აღნიშნეთ და განსხვავება რომ წარმოგვადგენინოთ კონკრეტული მაგალითებით.

– მაგალითად, მომხმარებელი, რომელიც სავაჭრო ცენტრში მიდის ხანგრძლივი დროით, ცხადია, მას არ აძლევს ხელს, რომ მისი ელექტრომობილი 5-10 წუთში დაიმუხტოს, შესაბამისად, მას სჭირდება ნელი დასამუხტი აპარატი. იგი ავტომობილს პარკინგზე დატოვებს 2-3 საათით და როცა საყიდლებიდან დაბრუნდება, ელექტრომობილი სრულად დამუხტული დახვდება. თუმცა ტაქსის მძღოლების სეგმენტი რომ ავიღოთ, რომლებიც მუდმივად დინამიკურ რეჟიმში მუშაობენ და ნებისმიერ მომენტში შეიძლება დასჭირდეთ საკუთარი ელექტრომობილის დამუხტვა, ისინი უპირატესობას სწრაფ დასამუხტ აპარატებს მიანიჭებენ. ამიტომ ვცდილობთ, ყველა მომხმარებელს მოვერგოთ.

– კომპანიას „მარტივი“ ლიცენზირებული ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური ტარიფი აქვს. როგორ უნდა ისარგებლონ მისით?

– უპირველესად აღვნიშნავ, რომ ჩვენ მუდმივად გვაქვს სხვადასხვა წამახალისებელი ფასდაკლება ჩვენი მომხმარებლისთვის, რათა ხელი შევუწყოთ ელექტრო ტრანსპორტის უფრო ფართოდ გამოყენებას ქალაქში. რაც შეეხება ტაქსების მიმართულებას, ტაქსის მძღოლები ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომხმარებლები არიან, ამიტომ მათ საუკეთესო ფასდაკლებას ვთავაზობთ ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, სადაც შეუძლიათ საკუთარი ლიცენზია ატვირთონ. ჩვენი ტექნიკური გუნდი უმოკლეს ვადაში ამოწმებს ამ ლიცენზიას, რომ შეესაბამებოდეს მოთხოვნებს, პროცესი არის ძალიან მარტივი, რომლის შემდეგაც ერთვებათ სპეციალური ფასდაკლება, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენს ნებისმიერ, ე.წ. სწრაფ დასამუხტ აპარატებზე

– თქვენს სექტორზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გავლენაზეც შევაჩეროთ ყურადღება.

– უკვე მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ დასამუხტი აპარატების ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო გაიმართოს, კიდევ უფრო მძლავრი აპარატები დამონტაჟდეს გლობალურად, რადგან  საწვავის ფასები და მიწოდება საკმაოდ არასტაბილური გახდა. ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, მიმდინარე მოვლენების ფონზე, დაჩქარდება თუ არა ეს პროცესი, თუმცა მოლოდინი გვაქვს, რომ ელექტრომობილებით თანდათან ჩანაცვლდება როგორც სატვირთო, ისე მსუბუქი ავტომობილები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g