LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მართლა არ მჯერა, ყველაფერი გამოვიდა, გაიღვიძა ქალაქმა და კაცი გადაიყვანა სასწრაფომ კლინიკაში, შანსი არის რომ ამპუტაციას გადაურჩეს, საქმეში ჩაერთო ეროვნული ზრუნვის სააგენტო, პირადად უფროსი იყო მოსული“ – აკა სინჯიკაშვილი უსახლკარო კაცზე

174
აკა სინჯიკაშვილი

აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში სასიამოვნო ინფორმაციას გვიზიარებს.

უსახლკარო მამაკაცს, რომელსაც ფეხების მოკვეთა ესაჭიროებოდა, შესაძლოა ამპუტაცია აღარ დასჭირდეს.

აკა წერს, რომ მამაკაცს საჭირო მკურნალობა ჩაუტარდება.

„მართლა არ მჯერა და ყველაფერი გამოვიდა

გაიღვიძა მართლა ქალაქმა და კაცი გადაიყვანა სასწრაფომ კლინიკაში. ფეხები  დაუმუშავეს და შანსი არის რომ ამპუტაციას გადაურჩეს.

საქმეში ჩაერთო ეროვნული ზრუნვის სააგენტო, პირადად უფროსი იყო მოსული და თავისი ხელით გადაიყვანა პანსიონატში, სადაც მოუვლიან, იზრუნებენ და უმკურნალებენ. ჩვენც ყველაფერში გვერდით ვეყოლებით

თქვენი დამსახურებაა, რომ ამ კვირაში, ორი კაცი გადავარჩინეთ უეჭველ სიკვდილს. თქვენი ხმა მიდის ყოველთვის იქამდე, სადაც საჭიროა და ყველაფრისთვის მილიონი მადლობა.

ვაგრძელებთ ქუჩაში მცხოვრები უსახლკარო ავადმყოფების დაბინავებას. ნელ-ნელა ყველაფერს გეტყვით,“ – წერს აკა.

„კაცს აქვს განგრენა, კიდურების სასწრაფო ამპუტაციაა საჭირო.. უკვე მართლა გონებას კარგავს და რამდენიმე დღის სიცოცხლე აქვს დარჩენილი.. უარს ამბობს კლინიკაში გადაყვანაზე, ამბობს, რომ მაინც მოკვდება და ურჩევნია ფეხები ჰქონდეს..“ – აკა სინჯიკაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g