LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

108

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ, წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

დიდი აიაზმის წესით, ნათლისღების წინა დღე, 18 იანვარი, წყლის კურთხევის დღეა. ამ დღეს მორწმუნეები, ასევე, ერთდღიანი მძიმე მარხვით აღნიშნავენ. ტაძრებში წყალი ნათლისღების დღესაც ეკურთხება.

წირვის დასრულებამდე სამების ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე შეასრულებს. უწმინდესი ახლად ნაკურთხ წყალს ტაძარში მლოცველებს ასხურებს. მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ.

ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები