LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტო მოგზაურობისთვის მსოფლიოში საუკეთესო ადგილი სეულია

157
ქირიას NEWS შაბლონი

ონლაინ პლატფორმა TripAdvisor-მა საერთაშორისო პრემიის Travellers’ Choice Awards ფარგლებში სოლო  მოგზაურებისთვის მსოფლიოს საუკეთესო მიმართულებების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიაში პირველი ადგილი სამხრეთ კორეის დედაქალაქმა სეულმა დაიკავა.

რეიტინგი ერთი წლის განმავლობაში შეგროვებული ტურისტული შეფასებებისა და მიმოხილვების საფუძველზე შედგა. მოგზაურების აზრით, სეული იდეალური ქალაქია მათთვის, ვინც მარტო მოგზაურობს – ქალაქი გამოირჩევა უსაფრთხოებით, განვითარებული საქალაქო ტრანსპორტით და „ძველისა და ახლის შთამბეჭდავი შერწყმით“, სადაც ისტორიული ტაძრები თანამედროვე ცათამბჯენებისა და ტექნოლოგიური უბნების გვერდით თანაარსებობს.

მეორე ადგილზე გავიდა კატმანდუ (ნეპალი) – მიმართულება, რომელიც მოგზაურებს მრავალრიცხოვანი ისტორიული და რელიგიური ღირსშესანიშნაობებით იზიდავს და განსაკუთრებით პოპულარულია თავგადასავლებისა და სულიერი გამოცდილების მაძიებელ სოლო ტურისტებს შორის.

რეიტინგის მესამე პოზიცია დაიკავა კუსკომ (პერუ) – ქალაქმა, რომელიც ცნობილია თავისი „არქეოლოგიური საოცრებებით“ და ინკების ცივილიზაციის მემკვიდრეობით.

TripAdvisor-ის ათეულში ასევე მოხვდნენ ისეთი ქალაქები, როგორიცაა ბანგკოკი, ოსაკა, დუბაი, კიოტო, ჩიანგ მაი, რეიკიავიკი და მელბურნი – მიმართულებები, რომლებიც, მოგზაურების შეფასებით, კომფორტული, უსაფრთხო და მრავალფეროვანი გამოცდილების მომცემია მათთვის, ვინც მარტო მოგზაურობას ამჯობინებს.

TripAdvisor აღნიშნავს, რომ სოლო მოგზაურობის მიმართულებების პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება, ხოლო რეიტინგი რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით ასახავს იმ ქალაქებს, სადაც ინდივიდუალური მოგზაურობა ყველაზე სასიამოვნო და მარტივია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g