მრავალი წლის შემდეგ, კევინ მაკკალისტერი სახლში ისევ მარტო დარჩა. საქმე ისაა, რომ 38 წლის მაკოლეი კალკინმა საკულტო პერსონაჟის როლი კიდევ ერთხელ მოირგო და მონაწილეობა ,,გუგლის” საახალწლო რეკლამაში მიიღო. საინტერესოა, რომ ვიდეო, Google Assistant-ის კამპანიისთვის გადაიღეს.
1 წუთიან კლიპში, რომელიც ღიმილს მოგგვრით და ბავშვობაში დაგაბრუნებთ, ლეგენდარული კინოსურათის ყველა ის კადრი შევიდა, რომლებიც მაყურებელს დღემდე კარგად ახსოვს.
https://www.youtube.com/watch?v=xKYABI-dGEA
აღსანიშნავია, რომ ქსელში ის კადრებიც მოხვდა თუ როგორ იღებდნენ ვიდეოს, რომელსაც ამ დროისთვის 5 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. კადრებში, ამერიკელი ვარსკვლავი გადამღებ ჯგუფთან ერთად ხალისობს.
https://www.youtube.com/watch?v=oeiJDTWxlM0
შეგახსენებთ, რომ ყველა დროის ერთ-ერთი შემოსავლიანი კომედია, ,,ოსკაროსანი” კრის კოლამბუსის რეჟისორობით, პირველად 1990 წელს გამოვიდა. ფილმში შესრულებული როლისთვის მაკოლეი კალკინმა ,,ოქროს გლობუსის” ნომინაცია მიიღო.