LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარტო წელიწადნახევარი აქვს რეალური პატიმრობა მკვლელობის მცდელობისთვის… გავლენიანებს ყველაფერი ეპატიებათ“ – ბაია პატარაია ბუსა ჟვანიას საქმეზე

412
BeFunky-collage (13)

გუშინ, 16 მარტს ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისჯილი 3 წლიდან ბუსა ჟვანია პენიტენციურ დაწესებულებაში წელიწადნახევარს გაატარებს, დანარჩენი წელიწადნახევარი კი პირობითად ჩაეთვლება.

აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება უფლებადამცველი, ბაია პატარაია და წერს, რომ გავლენიანებს ყველაფერი ეპატიებათ.

„მარტო წელიწადნახევარი აქვს რეალური პატიმრობა მკვლელობის მცდელობისთვის.

ჩვენ ვიცავთ ქალს, რომელსაც ქმარმა შვილის ცემა დააბრალა და იცით რამდენი წლით ზის? – 4 წლით.

ნუ, ეს ქალი უფულოა და იქეთ ნაცემი და მსხვერპლი, ვერავინ ჩაუწყო საქმე, პირიქით, სულ მთლად ტყუილადაც ჩასვეს.

მოკლედ, ორმაგი სტანდარტების ქვეყანაა რა: გავლენიანებს ყველაფერი ეპატიებათ, უბრალოები მთლად ტყუილად შეიძლება დაიჭირონ“,- წერს პატარაია.

“ციხიდან მისი გამოყვანა, არავინ გაბედოს” – ბუსა ჟვანიას 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, აქედან 1 წელი და 6 თვე პირობითი სასჯელია

ბუსა ჟვანიასა და გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს შორის დაპირისპირება, რასაც თოფაძის დაჭრა მოჰყვა, 2 აგვისტოს გამეთენიისას, თოფაძეების საცხოვრებელ სახლში მოხდა.

გამოძიების ინფორმაციით, ჟვანიამ შელაპარაკების ნიადაგზე, თოფაძეს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები