LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტოხელები უკეთესად ცხოვრობენ, ვიდრე დაქორწინებულები

104

მარტოხელა ადამიანები „ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ცხოვრებით“ ცხოვრობენ და ქორწინების ბრწყინვალება მხოლოდ მითია, ამტკიცებენ ფსიქოლოგები.

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაზე კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა ბელა დეპოლომ განაცხადა, რომ მოიძია 800-ზე მეტი სხვადასხვა აკადემიური ნაშრომი, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში მარტოხელა ადამიანების ცხოვრებას ეხებოდა.

„კვლევებით ჩანს, რომ მარტოხელა ადამიანები მეტად გაბედულები არიან და მუდმივად აგრძელებენ განვითარებასა და პიროვნულ ზრდას, დაოჯახებულ ადამიანებში კი ეს ტენდენციები შესუსტებულია.“

მისივე თქმით, ბევრ ქვეყანაში მარტოხელა ადამიანების რიცხვი იზრდება.

„მარტოხელების რაოდენობა იმიტომ იზრდება, რომ მათ დაქორწინება, უბრალოდ, არ სურთ. ყველა მათგანს უნდა იცხოვროს  საკუთარი, დამოუკიდებელი და საინტერესო ცხოვრებით“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g