LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტში თბილისიდან ფრენები ბაქოს მიმართულებითაც განახლდება

82
AHY800

თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ფრენებთან დაკავშირებულ სიახლეებს ავრცელებს, საიდანაც ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განრიგი და ის რამდენიმე მიმართულება ირკვევა, სადაც თბილისიდან და ბათუმიდან გამგზავრებას შევძლებთ.

კერძოდ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი:

ბაქო-თბილისი-ბაქო – 28 მარტიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ სამშაბათს, პარასკევს, შაბათსა და კვირას (Azerbaijan Airways)

ელ ქუვეითი-თბილისი-ელ ქუვეითი – 28 მარტიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს (Jazeera Airways)

დუბაი-თბილისი-დუბაი – 28 მარტიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით ყოველდიური ფრენები შესრულდება (FlyDubai)

კიევი-თბილისი-კიევი – 28 მარტიდან 10 ოქტომბრის ჩავთვლით ყოველდღიური ფრენები შესრულდება (Skyup)

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი:

სტამბოლი – ბათუმი – სტამბოლი  – 3 მარტიდან-27 მარტის ჩათვლით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს (Turkish Airlines)

მინსკი-ბათუმი-მინსკი – 28 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას (Belavia)

შეგახსენებთ, 1-ლი თებერვლიდან საქართველოში რეგულარულ ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g