LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მას აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლის პირობებშიც ამდენი ხანი შიმშილობა არ შეიძლება თუმცა, თავადაც უკვირს, საიდან აქვს ამხელა ძალა“ – მზია ამაღლობელის ადვოკატი

193
Untitled-design-3-8

„ნეტგაზეთისა” და „ბათუმელების” დამფუძნებლის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა მზია ამაღლობელის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ 17-დღიანი შიმშილობის ფონზე ძალიან მხნედ გამოიყურება.

მწარიაშვილის თქმით, მზია ამაღლობელს ქრონიკული დაავადებები აქვს, რის გამოც მისი შიმშილობა არ შეიძლება.

„ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, დღეს აუღეს ანალიზები და ჯერ მისი პასუხი არ არის ჩვენთვის ცნობილი. მხნედ გამოიყურება, შეუძლია გადაადგილება და საუბარი, რაც ძალიან უჩვეულოა იმის ფონზე, რომ მას აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლის პირობებშიც ამდენი ხანი შიმშილობა არ შეიძლება თუმცა, თავადაც უკვირს, საიდან აქვს ამხელა ძალა, რომ 17-დღიანი შიმშილობის შემდეგაც, ქრონიკული დაავადებების მიუხედავად, თავს შემართებით გრძნობს”, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g