LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მას ფეხზე დამბლა აქვს, მარცხენა ხელი და ფეხი გაუჩერდა – 20 ივნისის საქმეზე დაკავებულის მდგომარეობა მძიმეა

251
page

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ანტისაოკუპაციო აქციის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქურის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და დამძიმდა. ის უკვე 30 დღეა შიმშილობს,

მარცხენა ხელი და ფეხი სრულად აქვს გაჩერებული და ამჟამად ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადვოკატი ალექსანდრე ზუბიაშვილი აცხადებს, რომ ლევან ჯიქურს ფეხზე დამბლა აქვს, ახლა კი მისი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა

პოლიციამ 20-21 ივნისის ღამეს აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის 4 პირი დაკავა

დაკავებულები არიან ცოტნე სოსელია, ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი, ზურაბ ბადაღაშვილი.

ზუბიაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის აზრით, ის უსამართლოდაა პატიმრობაში და სწორედ ამიტომ შიმშილობს. ამ საკითხზე ბოლო დღეებია ლევან ჯიქურის მეუღლეც აკეთებს განცხადებებს და ქმრის გათავისუფლებას ითხოვს.

„მას ფეხზე დამბლა ჰქონდა და ახლა პარალიზებული აქვს მარცხენა ხელი და ფეხი. გუშინ მოვინახულე და თქვა, რომ არ შეწყვეტს შიმშილობას მიუხედავად ჩემი არაერთი თხოვნისა და გააგრძელებს ბოლომდე, სანამ მისი სასამართლო პროცესები არ დასრულდება,“ – განაცხადა ალექსანდრე ზუბიაშვილმა. 

"გავრილოვის რევოლუციის" მოწყობა უნდოდათ - უმრავლესობა გახარიას ახალი "მესიჯბოქსით" იცავს

"როდესაც ძალა ჰქონდათ, არბევდნენ, კლავდნენ, აწამებდნენ, როდესაც ძალა მოაკლდათ, გადავიდნენ სტვენაზე"...

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ 6 პირს პატიმრობა აქვთ შეფარდებული. მათ გირაოზე სასამართლომ უარი უთხრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g