ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მომღერალ არეტა ფრანკლინის გარდაცვალებას გამოეხმაურა.
„სოულის დედოფალი არეტა ფრანკლინი გარდაიცვალა. მას ჰქონდა საოცარი, ღვთისგან ბოძებული საჩუქარი – არაჩვეულებრივი ხმა. ის ყველას დაგვაკლდება” ,- წერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიკრობლოგ twitter – ზე.
The Queen of Soul, Aretha Franklin, is dead. She was a great woman, with a wonderful gift from God, her voice. She will be missed!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) August 16, 2018
ლეგენდარული მომღერალი არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერალი დღეს, 16 აგვისტოს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა – ის 8 წლის განმავლობაში პანკრეასის კიბოს ებრძოდა. უკანასკნელი კონცერტი არეტა ფრანკლინმა 2017 წელს ჩაატარა, მას შემდეგ ექიმებმა მომღერალს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დასვენება ურჩიეს.
კარიერის განმავლობაში არეტა ფრანკლინმა 18 გრემის მოპოვება და 75 მილიონ ჩანაწერზე მეტის გაყიდვა შეძლო.