11 წელი გავიდა მას შემდეგ რაც HBO-ს სერიალმა, „სამეფო კარის თამაშებმა“ საზოგადოება ტელეეკრანებს მიაჯაჭვა. უდავოა, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელ წყვილი, „კჰალ დროგო“ და „დრაკონების დედა“, „კხალისი“ გახლდათ. ახლახანს მათი როლების შემსრულებლები, ჯეისონ მამოა და ემილია კლარკი ერთმანეთს შეხვდნენ და შთამბეჭდავი ფოტოებიც გადაიღეს და „ინსტაგრამზე“ გაავრცელეს.
42 წილს ჯეისონს 34 წლის ემილია ხან კალთაში უზის, ხანაც ხელში ჰყავს აყვანილი, ფოტოებს დიდი აღფრთოვანება მოჰყვა.
„მას ჯერ კიდევ შეუძლია კხალისის ხელში აყვანა“, – ასე დაასათაურა ფოტოები კლარკმა.
„ჩემი ცხოვრების მთვარევ“, – არ დააყოვნა ჯეისონმა.
ფოტო: „მამაკაცურობის სიმბოლო“ – ჯეისონ მომოა Men’s Health-ის გარეკანზე