გუშინ დაიწერა, რომ ანჯელინა ჯოლის საიდუმლო რომანი აქვს. ამ ამბავზე კომენტარი უკვე გააკეთა მსახიობის წარმომადგენელმა, რომელმაც ინფორმაციას მცდარი უწოდა:
„ამჟამად, ანჯელინას ყურადღება ბავშვებისკენ არის მიმართული. მას პაემნებისთვის ნამდვილად არ სცალია, არც უახლოეს მომავალში შედის მსგავსი გეგმა“, – განაცხადა ინსაიდერმა.
შეგახსენებთ, რომ დაშორების შემდეგ, ჯოლისა და პიტის პირადი ცხოვრებისკენ საკმაოდ დიდი ყურადღებაა მიმართული, თუმცა, დადასტურებული სიახლე ვერცერთი მათგანის შესახებ ვერ იწერება.