ჰოლივუდში დიდი შეხვედრა შედგა. ფილმის, „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“ ვარსკვლავები ჯიმ ქერი და ტეილორ მომსენი წითელ ხალიჩაზე ერთმანეთს 25 წლის შემდეგ გადაეკვეთნენ.
63 წლის ჯიმ ქერი და 32 წლის მომსენი ერთმანეთს ლოს-ანჯელესში, Rock & Roll Hall of Fame-ის 2025 წლის საზეიმო ცერემონიაზე საოცრად თბილად შეხვდნენ.
„მას შემდეგ, რაც გრინჩი გადავიღეთ, ჩვენ ერთმანეთი აღარ გვინახავს“ – განუცხადა ქერიმ ჟურნალისტებს.
ტეილორ მომსენმა, რომელიც დღეს უკვე წარმატებული მუსიკოსია და ჯგუფ The Pretty Reckless-ის „ფრონტვუმენია“, წითელი ხალიჩაზე როკ-სტილი მოირგო, ლეგენდარული ჯიმი კი ზოლიან თრენჩში იყო გამოწყობილი.
ვიდეო: უილ სმიტის მხარდამჭერებმა ჯიმ ქერის წარსული ცოდვები გაუხსენეს
ვიდეო: „საკმარისია“ – ჯიმ ქერი სამსახიობო კარიერას ასრულებს
