რამდენიმე დღის წინ გამართულ BAFTA 2022-ის დაჯილდოების ცერემონიალზე, შოუს წამყვანი, რებელ უილსონი განსაკუთრებულად ახალისებდა დამსწრე საზოგადოებას. თავისი სიტყვის დასაწყისში მან ჯერ პუტინს მიმართა და შუა თითი აჩვენა, შემდეგ კი ლედი გაგას გაეხუმრა და მის შეყვარებულს, მაიკლ პოლანსკის „ოქროს ბიუსტჰალტერი“ გადასცა.
ვიდეო: მოკითხვა პუტინს – რებელ უილსონმა BAFTA-ზე ვლადიმერ პუტინს შუა თითი აჩვენა
ფოტო: რებელ უილსონმა ლედი გაგას შეყვარებულს „ოქროს ბიუსტჰალტერი“ გადასცა
თუმცა, რებელი ამაზე არ გაჩერებულა, უილსონი 20 წლის ემილი ჯონსთან მივიდა და უთხრა, რომ მას ჯილდოს გადასცემდა, თუმცა ლეონარდო დიკაპრიო მას ყურადღებას მაინც არ მიაქცევდა, რადგან ლეოს უფრო ახალგაზრდა გოგონები მოსწონს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა დიკაპრიო ახალგაზრდა გოგონებთან რომანის გამო კრიტიკის ობიექტი ხდება, შეგახსენებთ, ახლა 47 წლის დიკაპრიო 22 წლის მოდელს, კამილა მორონეს ხვდება.
ფოტო: ლეონარდო დიკაპრიოსა და კამილა მორონეს ვნებათაღელვა ტალღებში