LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მას უკვე 10 წელია მამაკაცთან არანაირი ტიპის კავშირი არ ჰქონია“ – ანჯელინა ჯოლის პირადი ცხოვრების შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება

113
page

ახლახან, ცნობილი გახდა, რომ 50 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავი, ანჯელინა ჯოლი და 42 წლის ფრანგი მსახიობი, ლუი გარელი, რომელთა შესაძლო რომანზეც ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობდნენ, რეალურად ერთად არ არიან.

მსახიობის ახლო გარემოცვამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ჯოლისა და გარელის ურთიერთობა მხოლოდ მეგობრობით შემოიფარგლება.

საბოლოო ვერდიქტი გამოტანილია – ანჯელინა ჯოლისა და ლუი გარელის რომანის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა

სულ ცოტა ხნის წინ ჯოლის პირადი ცხოვრების შესახებ დამატებით, ახალი დეტალები გავრცელდა, რომელიც მისმა ახლო გარემოცვამ დაადასტურა.

ინსაიდერი აცხადებს, რომ მსახიობი უკვე წლებია მარტო ცხოვრობს და ძირითად ყურადღებას შვილების აღზრდას უთმობს. საუბარია განსაკუთრებით უმცროს შვილებზე, რომლებიც ჯერ კიდევ არასრულწლოვანები არიან. ბოლო წლებში მსახიობი ძალიან დაკავებული იყო მუშაობით და პირადი ცხოვრების მოწყობა მისთვის პრიორიტეტი არ ყოფილა.

„ენჯი ბოლო რამდენიმე წელი ძალიან დატვირთული იყო და მთლიანად საქმეზე იყო კონცენტრირებული. პაემნები მისთვის მნიშვნელოვანი არ ყოფილა. მას ბრედ პიტთან განშორების შემდეგ არ ჰყოლია მეგობარი მამაკაცი, მას უკვე 10 წელია მამაკაცთან არანაირი ტიპის კავშირი არ ჰქონია“, – ამბობს წყარო.

ანჯელინა ჯოლი ჰოლივუდის დატოვებას და ახალი ცხოვრების დაწყებას გეგმავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები