თბილისის ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარებს. კრიმინალური პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი თავისუფლების მოედანზეა მობილიზებული.
პუშკინის ქუჩაზე ერთ-ერთ დაწესებულებაში სამართალდამცველები გადაადგილდებიან.
სპეცოპერაცია მასაჟის სალონში მიმდინარეობს, სადაც პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს.
სპეცოპერაციას კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი ატარებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით არის დაწყებული რაც პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს.