მოდენაში განთავსებულმა Maserati-ს საწარმომ „ღია კარის ღამეს“ უმასპინძლა. საინტერესო ივენთით მწარმოებელმა ორი მოდელის GranTurismo-სა და GranCabrio-ს წარმოების დასრულება აღნიშნა. ქარხნის სტუმრებისთვის იმპროვიზირებული საძინებლები საწარმოო სივრცის სიახლოვეს მოაწყეს.
მოდენას ქარხანა უკვე 80 წელია რაც არსებობს. მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად ბრენდის ყველაზე ერთგული კლიენტები მიიწვიეს. ვიზიტორებს ჯერ ექსკურსია მოუწყეს, შემდეგ ისინი ქარხნის თანამშრომლებსა და კომპანიის მენეჯმენტს შეახვედრეს. და ბოლოს, მსურველები ღამის გასათენებლადაც დაიტოვეს.
აღსანიშნავია, რომ მოდენას ქარხნის ცხოვრებაში მალე ახალი ეტაპი დაიწყება და მსუბუქი და სწრაფი სპორტქარები აიწყობა.