ბათუმში, ადგილზე, სადაც უბედური შემთხვევის შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა ადგილობრივები აცხადებენ, რომ მთავრობამ უსაფრთხოების ნორმები არ დაიცვა.
„2 ბავშვი გამოგვეცალა ხელიდან. აქ რომ მეორე ეტაპი შენდება , უსაფრთხოება არ არის დაცული , არც არასდროს ყოფილა…უნდა მოსულიყვნენ და უსაფრთხოება დაეცვათ, შემოეხაზათ გარე პერიმეტრი და შემდეგ დაეწყოთ მუშობა. ასე არ ყოფილა. ასე, რომ ყოფილიყო და უსაფრთხოება დაეცვა მთავრობას, ჩემი აზრით, ასეთი რაღაც არ მოხდებოდა.
მაშინ ღობავენ ღარიბაშვილი რომ მოდის, რიჟვაძე რომ მოდის. შემოღობეს მაშინ და დაამთავრეს ეს ყველაფერი, წავიდა, ახსნეს ღობე და ვსო და მოხდა რაც უნდა მომხდარიყო. ვინ უნდა აგოს პასუხი? ეგენი რომ მოდიან მაშინ არის უსაფრთხოება დაცული, ამაზე გაგვცენ პასუხი“, – აცხადებენ ადგილობრივები.
ე.წ ოცნების ქალაქში სამართალდამცავები არიან მობილიზებული, ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.