LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობამ MASSIVE ATTACK-ის კონცერტის შესაძლებლობა გააჩინა, სალომე ზურაბიშვილმა და მისმა მიმდევრებმა წაგართვეს“ – ნინო წილოსანი

160
ნინო წილოსანი

Black Sea Arena-ზე 28 ივლისს დაგეგმილი MASSIVE ATTACK-ის კონცერტის გაუქმებას, მმართველი გუნდის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

წილოსანი წერს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „მიმდევრებმა“ მოსახლეობას MASSIVE ATTACK-ის კონცერტის შესაძლებლობა წაართვეს.

28 ივლისს, Black Sea Arena-ზე დაგეგმილი MASSIVE ATTACK-ის კონცერტი გაუქმებულია

„მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობამ MASSIVE ATTACK-ის კონცერტის შესაძლებლობა გააჩინა, სალომე ზურაბიშვილმა და მისმა მიმდევრებმა წაგართვეს.

აქვე არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ადამიანები საქართველოს ნაკრების წაგებას გულშემატკივრობენ ევროპაზე. არჩევანი ამ ორ ძალას შორის მარტივია“ – წერს წილოსანი

ცნობისთვის, Black Sea Arena-ზე 28 ივლისს დაგეგმილი MASSIVE ATTACK-ის კონცერტი გაუქმდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში Black Sea Arena გაავრცელა.

Posted by ნინო წილოსანი • Nino Tsilosani on ოთხშაბათი, 12 ივნისი, 2024

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g