LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაშინ თქვეს, რომ ალექსის ცხედარი მდინარესთან ჩაიტანეს“ – ბერძნული მედია 16 წლის წინ გაუჩინარებული, 11 წლის ქართველი მოზარდის საქმეს ვრცელ გადაცემას უძღვნის

312
საბერძნეთში გაუჩინარებული 11 წლის ალექსი

ბერძნული მედია 16 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ქართველი ბიჭის, ალექსის საქმეს აშუქებს, რომელიც დედასთან ქალბატონ ნათელასთან ერთად, ვერიაში ცხოვრობდა. როგორც ადგილობრივი ქართული მედია იტყობინება, ამდენი ხნის შემდეგ, ჩნდება ახალი ჩვენებები, რაზეც იმ სამეგობროს ერთ-ერთი წევრი საუბრობს, რომელსაც, სავარაუდოდ, ალექსი ემსხვერპლა, ასევე, კიდევ ორი ქალბატონი.

ახალი ჩვენების შესახებ ჰყვება თავად გაუჩინარებული ბიჭის დედა, ქალბატონი ნათელა:

„მაშინ თქვეს, რომ ალექსის ცხედარი მდინარესთან ჩაიტანეს. მოწმე ამტკიცებს, რომ თავად წავიდა და არ იცის რა მოხდა. მათ, ვინც აღნიშნული ქმედება აღიარეს, ბოლომდე არ თქვეს სათქმელი. მახსოვს, თოვდა და როცა ძაღლები მოიყვანეს, შეუძლებელი იყო მათი საშუალებით გამოძიება, როცა თოვლია, იქ არავინ დადის.

არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჩვენება ერთი ქალბატონისგან: ალექსის გაუჩინარებიდან მეორე დილას გარკვეული სამუშაოს შესრულება უწევდა და როცა აღნიშნულ ტერიტორიაზე გავლა სცადა, ორმა მუშამ უფლება არ მისცა ჩასულიყო, ფაქტობრივად, გააგდეს, თითქოს, არ უნდოდათ, რომ რაღაც ენახა. რაღაცას მალავდნენ. გაკვირვებას იწვევს ადგილიც და დროც.“ – ამბობს ჩვენებაში გაუჩინარებული ბიჭის დედა.

იგი ასევე საუბრობს მასწავლებლის ჩვენებაზეც, რომელმაც უთხრა, რომ დაინახა, როგორ მისდევდნენ ბავშვს და რომ მისი დაჭერა უნდოდათ. დაინახეს პირველად ერთი ბავშვი, რომელიც შურდულივით გაიქცა (ვარაუდობენ, რომ ეს ალექსი იყო) და შემდეგ დანარჩენები, რომლებიც მას მისდევდნენ. ქალს ეს მომენტი ახსოვს, მაგრამ მაშინ ვერ აღიქვა, რომ ამ ყველაფერს რაიმე სერიოზული შეიძლებოდა მოჰყოლოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g