კვარიათში, ზღვაში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში შევიდა, რის შემდეგაც მისი კვალი თანმხლები პირებისთვის დაიკარგა და საჭირო გახდა მაშველების დახმარება.
აქტიური სამძებრო სამუშაოები სპეციალური მცურავი საშუალებებით მიმდინარეობდა. კვარიათში სამძებრო სამუშოებში მყვინთავთა გჯგუფები და საზღვაო-სამაშველო კატარღა ჩაერთო.
სანაპირო ზოლის მონიტორინგი ცოცხალი ძალით მიმდინარეობდა. ოპერაციაში ჩართული იყო საფრენი საშუალება დრონი.
გარდაცვლილი რამდენიმე დღიანი უწყვეტი სამაშველო ოპერაციის შემდეგ იპოვეს. ცხედარი ოჯახის წევრებმა ამოიცნეს