LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშველებმა მდინარე ნაკრასში დაკარგული მეორე მოზარდის ცხედარი იპოვეს

294
სვანეთში დაკარგულები

სვანეთში, მდინარე ნაკრაში გადავარდნილი კიდევ ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, მაშველებმა 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარი ნაკრასში პატარა ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.

„უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა სვანეთში, ჩვენი ლამაზთვალება მოსწავლე აღარ გვყავს… მაპატიე გიო, რომ ვერ მოვასწარი, შენთვის კარგი მასწავლებელი და მეგობარი ვყოფილიყავი…“ – რუხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

კიდევ ერთი მოზარდის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

შეგახსენებთ, სამივე არასრულწლოვანი, 2 მაისს, ავტომობილით, სოფელ ჭუბერიდან სახლში სოფელ ნაკრასში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავტომობილი, სავარაუდოდ, უამინდობის გამო, მოცურდა და მდინარე ნაკრასში გადავარდა.

magti 5g