რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა მდინარე სუფსაში 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია „ფორტუნას“ შსს-ში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი, სოფელ ჩოჩხათიდან მის თანატოლთან და მეზობელთან ერთად იმყოფებოდა მდინარეში, რა დროსაც მოულოდნელად დინებამ ჩაითრია.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.