ომალოში 66 წლის მამკაცს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, შსს-ს ინფორმაციით, შეტყობინება 112-ზე შევიდა. მამაკაცს სტაციონარში გადაყვანა ესაჭიროებოდა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის დახმარებით, შემთხვევის ადგილზე ჩაფრინდნენ. მამაკაცს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია. ვერტმფრენის მეშვეობით, მაშველებმა დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.