ილონ მასკი ჰოლივუდში Tesla-ს 24-საათიანი რესტორნის გახსნას გეგმავს. როგორც უცხოური მედია წერს, Tesla და მისი აღმასრულებელი დირექტორი ამ პროექტის რეალობად ქცევასთან უკვე ახლოს არიან.
მიმდინარე წელის 19 მაისს, ელექტრომობილების კომპანიამ ლოს-ანჯელესს Tesla-ს 24 საათიანი სასადილოს დოკუმენტები წარუდგინა, რომლის მისამართი ჰოლივუდში Santa Monica Blvd-ზე იქნება. არსებული ინფორმაციით, რესტორნის პროექტში ნაჩვენებია ორსართულიანი სასადილო 200-ზე მეტი ადგილით, როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეებით. 24-საათიანი რესტორნის დიზაინი ფუტურისტული იქნება.
შეგახსენებთ, Tesla-ს 24-საათიანი რესტორნის გახსნის შესახებ ილონ მასკა ინფორმაცია ჯერ კიდევ 2018 წელს გაავრცელა. მან Twitter-ზე დაწერა “როლიკების და როკ რესტორნის” შესახებ, რომელიც ასევე ელექტრო მანქანების დამტენი სადგურის როლს შეასრულებდა.