ევროკავშირმა სოციალური ქსელი X წესების დარღვევისთვის 120 მილიონი ევროთი დააჯარიმა. კომპანიას დარღვევების გამოსასწორებლად 90 დღე აქვს.
ევროკომისიის მტკიცებით, X-ი არაადეკვატურად ქმნის და იყენებს ვერიფიცირებული („ლურჯი ნიშნით“) ანგარიშების ინტერფეისს, რის გამოც მომხმარებლებს შეიძლება გაუჩნდეთ ეჭვი პროფილების ნამდვილობასა და გამოქვეყნებული კონტენტის სანდოობაზე.
გარდა ამისა, X-ი არ ასრულებს რეკლამის გამჭვირვალობის მოთხოვნებს და არ აწვდის რეგულატორებს საჯარო მონაცემებზე სრულ წვდომას.
ევროკომისიამ X-ს მისცა:
60 დღე ვერიფიკაციის ნიშნების პრობლემების გამოსასწორებლად;
90 დღე რეკლამის გამჭვირვალობისა და მონაცემებზე ხელმისაწვდომობის საკითხების მოსაგვარებლად.
გამძიება X-ის მიმართ 2023 წელს დაიწყო. 2024 წლის ზაფხულში ევროკომისიამ უკვე აღნიშნა, რომ ქსელი არღვევს DSA-ს რამდენიმე მუხლს. ევროკავშირში მასკის ქსელის წინააღმდეგ სხვა გამოძიებაც მიმდინარეობს, მათ შორის პლატფორმაზე უკანონო კონტენტის გავრცელების თაობაზე.