50 წლის მილიარდერმა ილონ მასკმა Twitter Inc.-ის 9.2%-იანი წილი იყიდა და პლატფორმის უმსხვილესი აქციონერი გახდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ამ ამბის შემდეგ Twitter-ის აქციების ფასი, დაახლოებით, 26%-ით გაიზარდა.
როგორც BBC წერს, თავად მასკი Twitter-ის აქტიური მომხმარებელია 80 მლნ-ზე მეტი გამომწერით. ცოტა ხნის წინ, მან ასევე განაცხადა, რომ ახალი სოციალური მედიის შექმნაზე სერიოზულად ფიქრობს.