LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასობრივად ირღვევა შრომითი უფლებები ყველა სექტორში, დასაქმებულები არიან დაუცველები – კოტე ერისთავი

154
maxresdefault

შრომის კოდექსი დიდწილად დღეს არის მხოლოდ ფურცელზე“,-ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სოციალური პოლიტიკის პროგრამების დირექტორმა კოტე ერისთავმა „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

შრომის ინსპექტირების შესახებ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს EMC დადებითად აფასებს, თუმცა გარკვეული შენიშვნები აქვთ. კოტე ერისთავი ამბობს, რომ შრომის ისპექციას უნდა გაეზარდოს მანდატი, რაც მისი თქმით ზედამხედველობას მისცემს საშუალებას განახორციელოს მონიტორინგი არამხოლოდ შრომის უსაფრთხოებაზე, არამედ შრომის უფლებებზე.

„როცა შედის ინსპექტორი საწარმოში, ის მხოლოდ ტექნიკურ რეგლამენტებს ამოწმებს და არ უყურებს იმას თუ როგორ უკვაშირდება იგივე სამუშაო უსაფრთო შრომას, სამუშაო დროის რეგულაციას“,-განაცხადა კოტე ერისთავმა.

გარდა ამისა, EMC-ის წარმომადგენელი თვლის, რომ ქვეყანაში მასობრივად ირღვევა შრომითი უფლებები თითქმის ყველა სექტორში.

„მთავარი გამოწვევა რაც არის ქვეყანაში, მასობრივად ირღვევა შრომითი უფლებები ყველა სექტორში ყველა მიმარულებით. დასაქმებულები არიან დაუცველები, იმიტომ რომ არ გვაქვს მექანიზმი, რომელიც აღასრულებდა შრომის კოდექსს.

შრომის კოდექსი დიდწილად დღეს არის მხოლოდ ფურცელზე. ერთადერთი გზა, რომ მშრომელმა დაიცვას თავისი ინტერესები, არის სასამართლო, თუმცა სასამართლო გადატვირთულობისა და ვადებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ეს არ არის ეფექტური მექანიზმი, ამიტომ ხშირად დასაქმებულები ვერ იცავენ საკუთარ ოჯახს.

სწორედ ეს გვაძლევს მოცემულობას, რომ ერთადერთი გზა, შრომითი უფლებების დაცვის არის შრომის ინსპექცია, რომელსაც ექნება სრულყოფილი მანდატი და გავრცელდება არამხოლოდ შრომის უსაფრთხოებაზე, არამედ შრომით უფლებებზე“,-განაცხადა კოტე ერისთავმა.

შეგახსენებთ, 2020 წლის აპრილში პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი შრომის კანონმდებლობაში მთელ რიგ მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს. მათ შორის – 2021 წლის 1 იანვრიდან შრომის ინსპექტირების საზედამხედველო ფუნქციები გავრცელდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით გარანტირებული ყველა დებულების ზედამხედველობაზე და ინსპექციას ენიჭება შესაბამისი სანქცირების უფლებამოსილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g