LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასში მუდამ იყო ცეცხლი, რომელიც ჰოლივუდელ მამაკაცებს განსაკუთრებით იზიდავდა და ზოგჯერ წვავდა კიდეც – ანჯელინა ჯოლი და მისი სასიყვარულო კავშირები

261
page

ანჯელინა ჯოლი – ქალი, რომელიც ერთდროულად ვარსკვლავური დიდების, სკანდალების, ტრაგედიებისა და მშვიდობის სიმბოლოა. ის ეკრანზე მუდამ თავდაჯერებული და მეომარი, რეალურ ცხოვრებაში ფაქიზი ემოციური აურის მატარებელია, თუმცა მან მაინც შეძლო საკუთარი ბედის სცენარის არაერთხელ გადაწერა.

ანჯელინა ჯოლი, როგორც ქალი, ველური თავისუფლებისა და შინაგანი სინატიფის სინთეზს წარმოადგენს და ცხადია, გარდა წარმოუდგენელი და უნიკალური ფიზიკური სილამაზისა, მასში მუდამ იყო ცეცხლი, რომელიც ჰოლივუდელ მამაკაცებს განსაკუთრებით იზიდავდა და ზოგჯერ წვავდა კიდეც.

წარმოგიდგენთ ანჯელონა ჯოლის სასიყვარულო კავშირებს

როგორც თავად იხსენებს, ჯოლის პირველი სიყვარული 14 წლის ასაკში ეწვია, რაც მისი პიროვნული ზრდისთვის და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იყო.

ანჯელონა ჯოლი და ჯონი-ლი მილერი

მათი რომანი ფილმის „ჰაკერების“ გადაღებებზე, 1995 წელს დაიწყო. წყვილი მალევე დაქორწინდა და მალევე დაშორდა (1996). წლების განმავლობაში მათ შორის მეგობრული ურთიერთობა შენარჩუნდა. 2024 წელს ჯოლიმ განაცხადა, რომ ისინი ახლაც კარგი მეგობრები არიან და მათი შვილებიც ერთმანეთთან მეგობრობენ.

ფოტო: ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან ერთად გადაიღეს

ანჯელინა ჯოლი და ჯენი შიმიზუ

ჯოლიმ და მოდელმა ჯენი შიმიზუმ 1996 წელს, ფილმის „ცეცხლოვანი მელას“ გადაღებებზე გაიცნეს ერთმანეთი. შესაძლოა, მათმა ურთიერთობამ რამდენიმე წელსაც გასტანა, თუმცა დეტალები ნაკლებად ცნობილია.

ანჯელინა ჯოლი და ბილი-ბობო თორნტონი

ჯოლისა ბილი ბობის ურთიერთობა Pushing Tin–ის გადაღებებზე, 1999 წელს დაიწყო, რის შემდეგაც მათ ლას-ვეგასში იქორწინეს. მათი ქორწინება 2002 წელს დასრულდა.

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი

ჰოლივიდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ლამაზი წყვილის რომანი 2004 წელს, „მისტერ და მისის სმიტების“ გადასაღებ მოედანზე, დაიწყო. პიტი მაშინ ჯენიფერ ენისტონზე იყო დაქორწინებული. 2006 წელს მათ პირველი შვილი, შაილო შეეძინათ, 2008 წელს კი ისინი ტყუპების, ნოქსისა და ვივიენის მშობლები გახდენენ. გარდა ამისა, წყვილს სამი ნაშვილები შვილი ჰყავს. ზაჰარა, მედოქსი და პაქსი.

ჯოლი და პიტი ოფიციალურად 2014 წელს საფრანგეთში, „ვილა მირავლში“ დაქორწინდნენ. ყველას ეგონა, რომ მათი კავშირი ბოლომდე გასტანა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. „ბრანჯელინას“ ურთიერთობა 2016 წელს, სკანდალურად დასრულდა. გაუთავებელი სამართლებრივი დავების შემდეგ კი ისინი ოფიციალურად 2024 წელს განქორწინდნენ.

„როდესაც განქორწინების პროცესი, ქორწინებაზე ხანგრძლივი გამოდგა“ – „ბრანჯელინამ“ 8 წლიანი სასამართლო დავის შემდეგ, შეთანხმებას მიაღწია

ფოტო: ნახეთ „ბრანჯელინას“ სასიყვარულო ბუდე, სადაც პლანეტის ყველაზე ლამაზი წყვილი საოცრად ბედნიერი იყო

აღსანიშნავია, რომ ანჯელინა ჯოლის ზემოთ ჩამოთვლილი კავშირები მხოლოდ ოფიციალურად დადასტურებული რომანებია. ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალს რომანებს ტიმოთი ჰატონთან, ველ კილმერთან, კოლინ ფარელთან, The Weeknd-თან და რეპერ Akala-თან მიაწერენ. ასევე ცოტა ხნის წინ დიდი რეზონანსი გამოიწვია ჯოლის საარქივო ინტერვიუმ, სადაც მან განაცხადა, რომ საუკეთესო სექსი დენზელ ვაშინგტონთან ჰქონდა. თუმცა ეს მსახიობმა მხოლოდ მეტაფორულად თქვა.

უკანასკნელ ინტერვიუში ჯოლიმ განაცხადა, რომ უკვე წლებია მარტოა და თავს ასე ბევრად კომფორტულად გრძნობს.

„ანჯელინა ჯოლიმ შეყვარებული, ლონდონის სასტუმროს ნომერში აიყვანა და იქ ორი ღამით დატოვა“ – ვრცელდება სასტუმროს ნომრის ფოტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები