LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასშტაბურ ავარიაში 131 ავტომობილი დაზიანდა

98
crash

ამერიკაში ერთმანეთს 131 ავტომობილი შეეჯახა. შტატები კვლავ ანომალიურ ყინვას ებრძვის და პრობლემა ამჯერად უისკონსინის შტატში წარმოიქმნა. ძლიერ თოვლს ქარბუქიც დაემატა, რამაც გზის მოყინვა გამოიწვია. ყველაფერს  რთული ხილვადობაც ართულებდა და შედეგად მასშტაბური ავარია მოხდა. ერთმანეთს არც მეტი არც ნაკლები 131 ავტომობილი შეეჯახა და ინციდენტს მსხვერლიც მოყვა.

მთავარი მაგისტრალი ამ დრომდე პარალიზებულია და იქ მაშველები მუშაობენ. ხელისუფლება კი მოსახლეობას გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას თხოვს.

შეგახსენებთ, რომ იუსკონსინამდე თოვლმა პრობლემა ნიუ იორკსა და ნიუ ჯერსისაც შეუქმნა და გარდა გადაკეტილი გზებისა, ასობით ავიარეისიც გადაიდო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები