LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასშტაბური პროექტი დაიწყო…200 ბლოგერი და ინფლუენსერი ქუთაისისა და იმერეთის რეგიონს დაათვალიერებენ – 20 მილიონზე მეტი ადამიანი გაიცნობს იმერეთს და საქართველოს ტურისტულ პოტენციალს: მარიამ ქვრივიშვილი 

94
ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში 200 ბლოგერითა და ინფლუენსერით სავსე ბორტი ქუთაისის აეროპორტში დაფრინდა. როგორც მარიამ ქვრივიშვილი წერს, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომელ ქვეყანაში მიფრინავდნენ.

როგორც ქვრივიშვილი განმარტავს, ბლოგერები და ინფლუენსერები სამი დღის განმავლობაში ქუთაისისა და იმერეთის რეგიონს დაათვალიერებენ, რის შედეგადაც 20 მილიონზე მეტი ადამიანი გაიცნობს იმერეთს და საქართველოს ტურისტულ პოტენციალს.

„დაიწყო

მასშტაბური პროექტი საქართველოში #getlostwithwizz

200 ბლოგერითა და ინფლუენსერით სავსე ბორტი აბუ-დაბიდან ქუთაისის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაფრინდა.

ბლოგერებს არ ჰქონდათ ინფორმაცია სად მიფრინავდნენ

სამი დღის განმავლობაში ქუთაისი და იმერეთის რეგიონი მსოფლიოს ციფრული მედიის ყურადღების ცენტრში იქნება. 20 მილიონზე მეტი ადამიანი გაიცნობს იმერეთს და საქართველოს ტურისტულ პოტენციალს

ცნობილი მასშტაბური პროექტის მონაწილეებს „Let’s GET LOST with WIZZAIR“ – „მოდი, დავიკარგოთ Wizz air-თან ერთად“ 26-28 აგვისტოს ჩათვლით ქუთაისი და იმერეთის რეგიონი უმასპინძლებს. დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ავსტრიის შემდეგ, საქართველო გახდება პირველი ქვეყანა, სადაც მსგავსი უპრეცედენტო და მასშტაბური პროექტი განხორციელდება.

დიდი მადლობა ა/კ Wizz Air -ს იმერეთის არჩევისთვის და საუკეთესო გუნდს პროექტის განხორციელებისთვის

DMO Imereti Irakli Karkashadze საქართველოს აეროპორტების გაერთიანება / United Airports of Georgia ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration ზვიად შალამბერიძე Zviad Shalamberidze“, – წერს მარიამ ქვრივიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g