მასტერი პასუხობს fortuna.ge-ს კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ გოგონას ხედავს გვერდით და რატომ არ მოსწონს საცვლებში გამოქვეყნებული გოგონების ფოტოები.
მასტერ, როგორი ტიპის ადამიანი მოგეწონებოდა გრძელვადიან პერსპექტივაში?
ისეთი ადამიანი, რომლისადმიც სიყვარულს, სითბოს და მზრუნველობას გამოვიჩენდი და მერე ამას თავადაც უკან დამიბრუნებდა. გულწრფელი, რა თქმა უნდა, ბუნებრივი, ადამიანი, რომელსაც უგებ და გიგებს. მიფიქრია, რა იქნებოდა, ჩემი მუსიკა რომ არ მოსწონდეს, მაგრამ მგონია ასეთი ურთიერთობაც… სიმართლე რომ გითხრა, ჩემი მუსიკა იმდენად ჩემია, ზუსტად არ ესმის, მეეჭვება გავუგო, თუმცა ამ კრიტერიუმით არავინ დამიბლოკავს.
რაზე დაბლოკავდი?
ალბათ, ერთი ექვსასმა ადამიანმა დააკომენტარა და მხოლოდ 12 ადამიანი მიხვდა, რომ ეს მარკეტინგული გათვლა იყო.
მიუძღვნა თუ არა ყოფილ შეყვარებულს სიმღერა „დაგიკიდე“ მასტერმა: „არ ვფიქრობ, რომ ქალებს შეურაცხყოფა მივაყენე...“
შენ შენი ნიჭის გამო გალაიქებენ, ვიღაცას – კარგი სხეულის გამო…
იშვიათად, რომ ადამიანს შეხვდე და მოგიყვეს თავის ინტერესებზე, გეგმებზე. „რავი, აბა“, ეს არის ხოლმე პასუხი.
რომ შევაჯამოთ, შენ გვერდით ვერ მოხვდება გოგონა, რომელიც საცურაო კოსტიუმით ფოტოებს პოსტავს?
აი, ნახე, შენც სად მირტყამ? მაგას არ ვამბობ. საცურაო კოსტიუმით აუზზე გადაღებული ფოტო არ მაღიზიანებს, მაღიზიანებს ფოტო საცვლებით. ასეთ ფოტოს რომ დებს და ღამე მშვიდობისაო, რომ მისურვებს, ამაზე ვერ „ვკაიფობ“. რა ვქნა მერე მე? (იცინის). არ ვერევი მათ პირად ცხოვრებაში, უბრალოდ, მე არ მინდა. ძალიან ბევრჯერ ამის გამო დამიხევია უკან ურთიერთობაში.
მასტერი: „15-17 წლის გოგოს მშობლებო და არასამთავრობოებო, შეიჭყიტეთ, რა ხდება მათ „ინსტაგრამებზე“