რეპერმა მასტერმა, გიორგი პავლიაშვილმა ახლახან ჩაწერა სიმღერა „ჩემი დროშაა ჯერ“, რომელმაც სხვადასხვა ტიპის გამოხმაურება გამოიწვია.
მასტერი ჟურნალ „გზაში“ იმ ადამიანებს პასუხობს, რომლებიც მას აკრიტიკებენ და აღნიშნავს, რომ თავადაც არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მომხრე:
„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას ვემხრობი. როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, სოციალურ ქსელებში, პირად გვერდებზე ყველგან გავაზიარე პოსტი და ეს მნიშვნელოვანი ამბავი მივულოცე ყველას…
რას ფიქრობ იმ კანონზე, რომლის შესახებაც დიდი არეულობა და ხმაურია ქვეყანაში?
ადამიანები, რომლებიც მლანძღავენ, მიწერენ – „არა რუსულ კანონს!“. მეც ვამბობ, რომ საქართველოში რუსული კანონი არ უნდა არსებობდეს, მაგრამ რამდენად რუსულია ეს კანონი? ამაზე იურისტებმა უნდა ილაპარაკონ. თავად წაკითხული მაქვს ამერიკული კანონი, ეს კანონიც და ჩემი აზრია, რომ მსჯელობა არ მოხდა საკმარისად. რასაც ვუყურებ, ყველა ამბობს, რომ დიალოგში შესვლა არ უნდათ, ეს არასწორი მგონია…“