გიორგი პავლიაშვილი, იგივე მასტერი, თაყვანისმცემლებს ახალ ნამუშევრებს არ აკლებს. მისი ახალი სიმღერა, რომელზეც კლიპიც შემოგვთავაზა, ახლახან აიტვირთა „იუთუბზე“.
„მერამდენედ გავმაზე შენი კოცნა მე“, რეპავს გიორგი ახალ სიმღერაში. ეს ფრაზა მისმა მსმენელმა, რასაკვირველია, მალევე აიტაცა და კლიპი, რომელიც 31 ოქტომბერს გამოქვეყნდა, უკვე 23000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა.
შეგახსენებთ, რომ მალე გამოვა კლიპი მისი და ნათია დუმბაძის დუეტზე „ნეკი-ნეკისა“.