LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასტერის ახალი სიმღერის პრემიერა „ფორტუნა პლუსის“ ეთერში შედგა

368
master-9

რეპერი გიორგი პავლიაშვილი, რომელსაც მასტერად ვიცნობთ, „ფორტუნა პლუსს“ მორიგი სიმღერით დაუბრუნდა. ახალი კომპოზიცია მის რეპერტუარში ხშირად არის, შესაბამისად, ის არცთუ იშვიათად სტუმრობს რაიდოეთერს ახალი ნამუშევრების პრემიერებისთვის.

მასტერმა ახალი სიმღერა ჰიპ-ჰოპ არტისტი N Ice-თან ერთად ჩაწერა. კომპოზიციის სახელწოდებაა „მინდოდა“.

მასტერი:

N Ice-ის ახალი ალბომი იმდენად მომეწონა, რომ პირდაპირ პოსტის საშუალებით მივმართე, მოდი, „მინდოდა“-ს რემიქსი გავაკეთოთ-მეთქი. მეორე დღესვე დავიწყეთ მუშაობა. ეს სიმღერა მანქანას ძალიან უხდება. უამრავი ადამიანი იღებს ვიდეოს მანქანაში და მერე მიგზავნიან. მგონი, პირველი რეპერი გოგოა, ვისთანაც დუეტი მაქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები