11 მარტიდან 19 აპრილის ჩათვლით, ”ვითიბი ბანკის” კლიენტებს, რომლებსაც ნებისმიერი ტიპის მასტერქარდ ბარათი აქვთ, შეუძლიათ ჩაერთონ წამახალისებელ გათამაშებაში და მოიგონ მთავარი პრიზი – საგზური მილანში ორ ადამიანზე UEFA -ს ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დასასწრებად.
როგორც ”ფორტუნას” ”ვითიბი ბანკიდან” აცნობეს, მასტერქარდ ბარათით განხორციელებული ნებისმიერი ტრანზაქცია შესაძლებელია გახდეს მომგებიანი. ამისთვის საჭიროა მომხმარებელმა გაატაროს მასტერქარდის ნებისმიერი ბარათი საქართველოში, ან მის ფარგლებს გარეთ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში განლაგებულ პოს-ტერმინალებში ან გამოიყენოს ის ონლაინ შესყიდვების დროს.
მასტერქარდის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად საკმარისია:
- მომხმარებელი ფლობდეს ”ვითიბი ბანკის” მიერ ემიტირებულ მასტერქარდის ნებისმიერი სახის ბარათს;
- 11 მარტიდან 19 აპრილის ჩათვლით გაატაროს მასტერქარდის ბარათი საქართველოსა და საზღვარგარეთ სავაჭრო და მომსახურების ობიექტების პოს-ტერმინალებში და ონლაინ შესყიდვების დროს.
- განახორციელოს ტრანზაქცია ნებისმიერ თანხაზე.
გათამაშება შედგება 2016 წლის 27 აპრილს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან დოლურადან ბილეთების შემთხვევითი შერჩევით.
