LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მასტერშეფის“ მონაწილე, რომელსაც გამზრდელმა ბავშვობაში სახე ცხელი დანით დაუწვა (ვიდეო)

1496
marta-baramidze-news

29 წლის მარტა ბარამიძე „მასტერშეფის“ მონაწილეა, რომლისთვისაც კულინარია გადარჩენის ერთ-ერთ გზად იქცა.

ის ჰყვება:

„რამდენადაც ვიცი, როდესაც გავჩნდი, გამყიდეს და მიმყიდეს ერთ ქალს, ვისთანაც გავატარე ჩემი ბავშვობის წლები.. გარემო, სადაც ვიზრდებოდი, ჩემთვის რთულად ასატანი და მძიმე იყო, გადავიტანე ფიზიკური და მორალური ძალადობა, თავს ვგრძნობდი არასაყვარელ ადამიანად, არა შვილად, არამედ საგნად, რომელსაც მატთვის არანაირი ემოცია არ გაააჩნია. ჩემი ერთადერთი დანიშნულება იყო მეარსება ისე, რომ სხვებისთვის ხელი არ შემეშალა. 7 წლის ვიყავი, რომ ფიზიკურად შემეხო ჩემი გამზრდელის მეორე ქმარი და ეს გრძელდებოდა ყოველდღიურ რეჟიმში. დავისახე მიზანი, რომ ყველაფრის ფასად უნდა დამეღწია თავი იმ გარემოსგან, ეს იქნებოდა სწავლა, განვითარება… მქონდა პერიოდები, როცა შიმშილისგან გონს ვკარგავდი, როცა სახლში მისული პურს და მარილს ვჭამდი კვირების განმავლობაში. ვმუშაობდი ბაზრობაზე და ვყიდდი ბევრ რამეს, რომ შემოსავალი მქონოდა… “

მარტა ვიდეოში ჰყვება, როგორ დაუწვა ცხელი დანით სახე გამზრდელმა იმის გამო, რომ მან სახლიდან 20 თეთრი აიღო…

„კულინარია იყო ი, რამაც გადამარჩინა. ჩემი ამ პროექტში მოსვლის მიზანია ის, რო პატარა მარტას, რომელმაც რთული გზა გაიარა აქ მოსასვლელად, თავისი სურვილები და ოცნებები ავუხდინო. მე ამას პატარა მარტასთვის გავაკეთებ“, ამბობს „მასტერშეფის“ მონაწილე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g