„მასწავლებელი ევროპული განათლების საწყისია”,– ამ ლოზუნგით, ბათუმში ილია ჭავჭავაძის ძეგლთან სხვადასხვა სკოლის პედაგოგების ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს. შეკრებილები აცხადებენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.
დევნილების, ხელოვანების, დამკვირვებლების, ESM-ელები ევროპისკენ,„რა? სად? როდის?“, „წიგნების თაროს“ მოთამაშეებისა და მხარდამჭერების, ვეტერინარებისა და ცხოველთა მოყვარულების საპროტესტო მარში თბილისში – დედაქალაქში რამდენიმე აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს
რუსთაველის გამზირზე უკვე შეკრებილი მომიტინგეები მარშის მონაწილეებს ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ.
„ყველა შესაძლო მშვიდობიანი ხერხით ვეცდებით, რომ ჩვენი ხმა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მივაწვდინოთ და საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამყარდეს ჭეშმარიტი მშვიდობა, გვქონდეს თავისუფლება და არ იყოს მხოლოდ განცდა, უნდა იყოს ნამდვილი თავისუფლება. კეთილდღეობა და სვლა ევროპისკენ, ჩვენი მომავალი ევროპაშია.სიმართლეს აქვს ძალა გაუმკლავდეს ყველანაირ იარლიყს და ვერცერთი კამპანია და სტრატეგიულად დაგეგმილი აქტივობების ერთობლიობა შემაფერხებელი ვერ იქნება, სიმართლისკენ მიმავალ გზაზე, მოსწავლეებს ვერ მოვუწოდებ გამოვიდნენ, ვფიქრობ, რომ პირადი მაგალითი მრავლის მთქმელია, თუმცა არც სიტყვებს ვიშურებ, რომ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ გაცნობიერებული რას ნიშნავს თავისუფლება”, – აღნიშნა ერთ-ერთმა პედაგოგმა „ინტერპრესნიუსთან“.
🇬🇪🇬🇪 საქართველოს ჰიმნი ბათუმელი მასწავლებლების შესრულებით
Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on კვირა, 15 დეკემბერი, 2024