ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა, სავარაუდოდ, თვითდაზიანება მიიყენეს. როგორც „ფორტუნას“ ბათუმის რესურსცენტრის დირექტორმა, გოჩა დავითაძემ განუცხადა, საგაკვეთილო პროცესში მასწავლებელმა შენიშნა, რომ გოგონებს ხელზე დაზიანება ჰქონდათ.
„მასწავლებელმა გაკვეთილზე შეამჩნია, რომ მეშვიდე კლასელ სამ გოგონას ხელზე ნაკაწრები ჰქონდა. მასწავლებელმა შესაბამისი რეაგირება მოახდინა – შეატყობინა კლასის ხელმძღვანელს, სკოლის დირექციას, მანდატურს.
სკოლამ მაშინვე მოახდინა რეაგირება, ფსიქოლოგი ჩართო და პოლიცია გამოიძახა.
სკოლის დირექციას არანაირი ინფორმაცია არ აქვს, ბავშვებმა რატომ გააკეთეს აღნიშნული. პოლიცია მოიკვლევს და დაადგენს რა მოხდა“. – განუცხადა „ფორტუნას“ გოჩა დავითაძემ.
მისივე ინფორმაციით, ბავშვები თავს კარგად გრძნობენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.
