LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასწავლებლების გამოცდა 2 ნოემბერს დაიწყება

178
Capture

მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტირება 2 ნოემბერს დაიწყება და 8 ნოემბერს დასრულდება. ტესტირებაზე 27 ათასამდე პედაგოგი დარეგისტრირდა. აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 24 ოქტომბრიდან შეეძლებათ.

გამოცდები ქვეყნის მასშტაბით 8 ქალაქსა 13 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება.

26 ოქტომბრიდან 12 სკოლაში დამატებითი არდადაგები გამოცხადდება, გამოცდის ჩატარების მიზნით. გაცდენილი სასწავლო დღეები სკოლების მიერ შერჩეული გრაფიკით ანაზღაურდება.

სკოლებში, სადაც სწავლა ორ სხვადასხვა კორპუსში ჩატარდება, დაწყებითი საფეხურის კლასებისთვის სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართება.

ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

იმ სკოლებში, სადაც გამოცდები ჩატარდება, უკვე ინფორმირებული არიან მოსწაველთ მშობლები და მასწავლებლები.

 

სკოლების ჩამონათვალი, სადაც დამატებითი არდადეგები გამოცხადდება: თბილისის N147 საჯარო სკოლა, თბილისის N117 საჯარო სკოლა, თბილისის N175 სკოლა,  ქუთაისის N1 საჯარო სკოლა, ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა, ბათუმის N10 საჯარო სკოლა, ბათუმის N1 საჯარო სკოლა, ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა, ახალციხის N1 საჯარო სკოლა, თელავის N8 საჯარო სკოლა, ფოთის N3 საჯარო სკოლა, ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა.

 

magti 5g