2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ხათუნა რაზმაძე გახდა.
მას ფულადი პრიზის სახით გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისგან 10 000 ლარი გადაეცემა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი დღეს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს გაიმართა. 2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები იყვნენ:
სოფიო ბაჩილავა – თბილისის კერძო სკოლა ოპიზას მოქალაქეობის, სამოქალაქო განათლების და მე და საზოგადოების მასწავლებელი;
ლამარა ბოლქვაძე – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისისა და კასუმლოს საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
გიტა თვალაბეიშვილი – თბილისის N168 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი;
ხათუნა რაზმაძე – თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი;
აზა ხანგოშვილი – ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის ფიზიკის, ბუნებისმეტყველების, მეწარმეობის საფუძვლების და სპორტის მასწავლებელი.
