შორენა მარსაგიშვილი ყარაჯალაში დაღუპული მეხანძრის, გელა მიქელაძის შესახებ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოში მხოლოდ ცნობილ ადამიანებს გლოვობენ და მათზე შესტკივათ გული, გელა მიქელაძეს კი გადაცემებს არ მიუძღვნიან.
გთავაზობთ პოსტს, რომელიც სოცქსელებში პოპულარული გახდა:
„მასზე არც გადაცემებს მოამზადებენ, არც ვრცელ პოსტებს მიუძღვნიან სელებრითები, არც პატრიარქთან მიიყვანენ სანუგეშოდ მის ცოლსა და შვილს, არც სოციალური ქსელი აჭრელდება მისი ფოტოებით.
არადა, ის სხვა ადამიანების გადასარჩენად დაიღუპა.
სოფელ ყარაჯალაში ხანძრის ქრობისას მეხანძრე დაიღუპა
მან დაზიანებები თავის არეში მიიღო, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
51 წლის მეხანძრე გელა მიქელაძე ყარაჯალაში ხანძრის ლიკვიდიაციის დროს დაიღუპა. მას მეუღლე და ქალიშვილი დარჩა. ბიჭი კი ცოტა ხნის წინ სიმსივნით გარდაეცვალა.
სამწუხაროდ, ჩვენთან მხოლოდ ცნობად სახეებზე შესტკივათ გული.
გელა და მისნაირები კი…. ვითომ ასეც უნდა ყოფილიყო, ვითომც არაფერი, ვითომც ჩვეულებრივი ამბავი.
ნათელში იყავი, ჩვეულებრივო და კარგო კაცო…“