LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მათ დაიჭირეს საუკეთესო ბიჭები… ვიწყებთ შეუპოვარ ბრძოლას! ძალიან დიდი ძალა მაქვს!” – ანდრო ჭიჭინაძის დედის, ლიკა გუნცაძის მიმართვა

188
ანდრო ჭიჭინაძე

„მათ დაიჭირეს საუკეთესო ბიჭები… ვიწყებთ შეუპოვარ ბრძოლას!“ – ამის შესახებ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

„ერთ რამეს ვერ ითვალისწინებენ, რომ არ გავტყდებით. არ გვეშინია. ჩემი შვილი და ის ბიჭები, რომლებიც იქ სხედან, იქ უფრო თავისუფლები არიან, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. რაც არ უნდა ბორკილები დაადონ და ოთხ კედელში გამოკეტონ, ისინი უფრო თავისუფლები არიან..

დაიჭირეს საუკეთესო ბიჭები, როგორც 37 წელს ხდებოდა, ახლაც დევნა მიდის ჭკუაზე, პატრიოტიზმზე, ეს ბოლშევიკური მეთოდია, ეს ჩვეულებრივ 37 წლის რეპრესიებია. ახლა დახვრეტის მუხლი რომ იყოს, ალბათ ყველას წაგვიყვანდნენ და იარაღს მოგვიშვერდნენ. თუ ჩვენ არ ვიბრძოლებთ და ამ ბრძოლას წავაგებთ, ჩვენ უბრალოდ აღარ ვიარსებებთ, როგორც ერი. ყველას მშობელი ვიწყებთ შეუპოვარ ბრძოლას. ძალიან დიდი ძალა მაქვს და აუცილებლად ასე მოვიქცევი“, – ამბობს ლიკა გუნცაძე.

„ანდროს გარეშე სცენას ვერ დავუბრუნდებით“ – ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი დაგეგმილ სპექტაკლებს აუქმებს

ცნობისთვის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით არის დაკავებული. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g