LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მათ გააცურეს ჩემი ასაკოვანი ბებია“ – ოზურგეთში გამქირავებლის შვილიშვილმა „ალტ-ინფოს“ პარტიის ბანერი ჩამოხსნა და უკრაინის დროშა გამოფინა

1327
BeFunky-collage (7)

ოზურგეთში ძალადობრივი და პრორუსული ჯგუფის – „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიულ მოძრაობის“ ოფისზე ბანერი ჩამოხსნეს და ნაქირავები სახლის ჭიშკარზე საქართველო-უკრაინის დროშაა გადმოფინეს.

ტელეკომპანია „ფორმულა“ ინფორმაციით, აღნიშნული პროტესტის ნიშნად სახლის მეპატრონის შვილიშვილმა გააკეთა.

როგორც ის ჟურნალისტებთან ამბობს, ფართის მიქირავების შესახებ არ იცოდა და „ალტ-ინფოს” პარტიას ოფისის გახსნის საშუალება ბებიამ მისცა, რომელიც, მისივე თქმით, „გააცურეს“.

„არანაირად არ ვემხრობი „ალტ-ინფოს“. მე ვარ ამ ოჯახში გაზრდილი და ვერ ავიტან რუსულ პროპაგანდას. რუსეთის სისასტიკეს არანაირად არ ვემხრობი.

სანამ აქ ვიქნები, „ალტ-ინფო“ თავის ბანერს ვერ გადმოფენს, შეძლეს და მათ გააცურეს ჩემი ასაკოვანი ბებია. მე არ ვუჭერ მხარს რუსეთს, ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს“, – ამბობს ბიჭი და ძალადობრივი პლატფორმის წევრებს ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g