LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მატარებლების ყველა რეისი გაუქმებულია“ – „საქართველოს რკინიგზა” საგანგებო განცხადებას ავრცელებს

1322
საქართველოს-რკინიგზა

მატარებლების ყველა რეისი გაუქმებულია, – აღნიშნულის შესახებ „საქართველოს რკინიგზა” საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ძვირფასო მგზავრებო!

სადგურ მარელისთან ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით ჯერჯერობით წინასწარი გეოლოგიური დასკვნები არ გაკეთებულა. შესაბამისად, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისათვის დღეს მატარებლების ყველა რეისი გაუქმებულია – მგზავრობის გადახდილი საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.

ხვალ, დილის 8 საათამდე ყველა რეისი გაუქმებულია, სხვა რეისებთან დაკავშირებით, ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g