LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მატარებლის დაჯახების შედეგად, მამაკაცი გარდაიცვალა – უბედური შემთხვევა მეტროპოლიტენში

111

“დიდუბისა” და “გოცირიძის” სადგურების დამაკავშირებელ ღია მონაკვეთზე, მოძრავი შემადგენლობა 70 წლამდე ასაკის მამაკაცს დაეჯახა.

როგორც “ფორტუნას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად, მოხუცი გარდაიცვალა.

“ამ ადგილას უცხო პირთა შესვლა აკრძალულია. მამანქანემ ის შორიდანვე დაინახა, დაამუხრუჭა, თუმცა მაინც დაეჯახა. ის არ იყო არც მგზავრი და არც ჩვენი თანამშრომელი. უცნობია საიდან და რატომ მოხვდა ამ მონაკვეთზე…

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანები და მუშაობს საპატრულო პოლიცია”, – განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში.

მათივე ცნობით, მოძრაობა ამ მონაკვეთზე მას შემდეგ აღდგება, რაც პოლიცია მუშაობას შეწყვეტს.

ამ დროისთვის მეტროში მოძრაობა “ვაგზლის მოედნიდან” “ვარკეთილის” მიმართულებითაა შესაძლებელი.

“გამოაცხადეს რომ მოძრაობა არ იქნება და დაცალეთ ბაქანიო. რატომ არ ვიცით”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g